ბათუმმა ჭვანის ხეობის მუსიკალურ საღამოს უმასპინძლა

ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა ჭვანის ხეობის ფოლკლორულ საღამოს „ჭვანა - ერთი ხეობის ფოლკლორი“ უმასპინძლა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გამოფენა-კონცერტზე, 1930-იან, 50-იან და 70-იან წლებში ჭვანის მუსიკალურ ხეობაში ჩაწერილი ტრადიციული, მრავალხმიანი სიმღერები გაცოცხლდა. ღონისძიება ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფციის პრეზენტაციით გაიხსნა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი თავმჯდომარემ საზოგადოებას ხეობაში ტურისტული ზონის განვითარების გეგმა გააცნო, რაც ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან წისქვილების სოფლამდე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.

ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მუსიკალური ცენტრის ფოიეში გამოფენილი ჭვანის ხეობის ისტორიისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ექსპონატები დაეთვალიერებინათ. კონცერტი, რომელზეც საზოგადოებამ ხეობაში აღდგენილი, ტრადიციული ზეპირსიტყვიერების, ცეკვისა და ინსტრუმენტული მუსიკის ნიმუშები იხილა, საპატიო ჭვანელისა და საპატიო შუახეველის დაჯილდოებით დასრულდა. საპატიო ჭვანელის ტიტული ჭვანის ანსამბლის ხელმძღვანელ ტარიელ ბოლქვაძეს გადაეცა, რომელმაც ანსამბლისთვის 10,000 ლარიანი დაფინანსება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიიღო. საპატიო შუახეველის ტიტული კი ნოდარ ქათამაძემ მიიღო. საღამო „გიორგი გარაყანიძის სახელობის ბათუმის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XIV საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში ჩატარდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო