ანა დოლიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის ჩაგდებას ალტერნატივა არ აქვს - არ შეიძლება, პარლამენტმა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გააკეთოს

მოსამართლეთა ამ სიის ჩაგდებას არ აქვს ალტერნატივა. არ შეიძლება პარლამენტმა გააკეთოს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის, - ამის შესახებ პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ანა დოლიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატს, გოჩა ჯეირანაშვილს უსმენენ, ამობეჭდილი სიით მივიდა, რომელსაც წითლად აწერია - „ჩააგდე სია“. როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, მან თავის მაჟორიტარ დეპუტატს დავით ჭიჭინაძეს სიის ჩაგდებაზე შეტყობინება უკვე გაუგზავნა და სხვებსაც მოუწოდა, დაუკავშირდნენ საკუთარ დეპუტატებს და გაუგზავნონ მსგავსი შეტყობინება.

„ამ სიის ჩაგდებას არ აქვს ალტერნატივა. არ შეიძლება პარლამენტმა გააკეთოს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ყველა კანდიდატი, რომელიც სიაშია, შერჩეულია მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანის“ მიერ, რომელსაც სურს მთლიანად გააკონტროლოს ჩვენი სასამართლო. ამიტომ, ქართველი ხალხის ერთადერთი პასუხი შეიძლება იყოს - ჩავაგდოთ ეს სია და ეს უნდა მოვთხოვოთ ჩვენს დეპუტატებს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს