ამერიკელი კონგრესმენების წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვივნენ

საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი კონგრესმენები წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვივნენ. მათ მასპინძლობა თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა გაუწიეს. ადამ კინზინგერი და ალექსანდერ მუნი ავღანეთში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ, მადლობა გადაუხადეს და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, კონგრესმენებმა ქართველი ჯარისკაცებისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს. ამერიკელმა სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა და ახალი, მშენებარე სარეაბილიტაციო ცენტრის სამშენებელო სამუშაოებიც დაათვალიერეს. დასავლური სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც წლის ბოლომდე გაიხსნება, აშშ-ის მხარდაჭერით შენდება და უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. შენობაში სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზი, ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარი, ასევე მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის მოედანი განთავსდება.

სამინისტროს ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაშიც მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციის ფარგლებში მათ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართეს შეხვედრა.

იხილეთ ვიდეო: საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას ამერიკელი კონგრესმენები ადგილზე გაეცნენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო