ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას ეწინააღმდეგებიან

ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას ეწინააღმდეგებიან. ამასთან, მათი თქმით, კინოჩვენებაზე შეჭრას არ აპირებენ.

„შებღალულია ქართული ცეკვა, არაფერი წმინდა აღარ დარჩა. ჩვენი მიზანია დავინახოთ, რომელი ბათუმელი მოვა კინოჩვენებაზე. ჩვენ შიგნით შეჭრას არ ვაპირებთ. აქ არანაირი მარში და ორგანიზაცია არ არის",- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ვატო მებუნიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური, რეჟისორ ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება. აღნიშნული ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ „ქართული მარში“, ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები და სასულიერო პირები.

იხილეთ ვიდეო: ბათუმში, კინოთეატრ "აპოლოსთან" მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას ეწინააღმდეგებიან

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა