სანდრო ბრეგაძე - ძალის გამოყენება ჩვენს მტერს უნდა და ვიღაცას ამის ფუფუნებას არ მივცემთ

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული მარშის“ წარმომადგენლები იკრიბებიან. ფილარმონიასთან იმყოფება „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე. როგორც მან აღნიშნა ისინი აპირებენ, რომ ფილმის პრემიერა მშვიდობიანი ფორმით ჩაშალონ.

„ჩვენ მოვედით როგორც მშვიდობიანი მანიფესტანტები და ვაცხადებთ, რომ ეს არის გარყვნილება და მის პროპაგანდას არ დავუშვებთ ამ ქვეყანაში. ეს არის ჩვენი მოთხოვნა და დანარჩენი რა იქნება ცოტა ხანში თქვენი თვალით იხილავთ ამას", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

კითხვაზე, გამოიყენებენ თუ არა ძალას ფილმის ჩვენებაზე შესასვლელად და მის ჩასაშლელად, ბრეგაძე აცხადებს, რომ ძალის გამოყენება მხოლოდ მტერს აწყობს.

„ძალის გამოყენება უნდა ჩვენს მტერს და ვიღაცას არ მივცემთ ამის ფუფუნებას, რომ ძალის გამოყენების გამო აქ რაღაც ქმედებები განახორციელოს", - განაცხადა ბრეგაძემ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა