შსს-ს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველო ბათუმში აქციის მონაწილეებს მართლწესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველო ბათუმში აქციის მონაწილეებს მართლწესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს. უწყების განცხადებით, ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტზე კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

„პოლიცია დაიცავს ყველა მოქალაქის უფლებას. შს სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, რაც შეეხება სამართალდარღვევის ფაქტებს, ნებისმიერ ფაქტებზე კანონის ფარგლებში რეაგირება მოხდება“, - განაცხადა აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა კოტე ანანიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური, რეჟისორ ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება. აღნიშნული ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ „ქართული მარში“, ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები და სასულიერო პირები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა