„თავისუფალი საქართველო“ - პრემიერს მოვუწოდებთ, განათლების მინისტრის კანდიდატურა, როგორც გამონაკლისი, საჯარო დისკუსიის საგანი გახადოს

„თავისუფალი საქართველო“ განათლების მინისტრის გათავისუფლებას ეხმიანება. „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პარტია განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის შეცვლას მიესალმება.

მათივე განცხადებით, როცა პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია დაამტკიცეს, „თავისუფალი საქართველო“ მაშინვე მიუთითებდა, რომ ამ მთავრობის ყველაზე სუსტი რგოლი, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად, მიხეილ ბატიაშვილი იყო.

„ რა თქმა უნდა, მიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბატიაშვილის რეპუტაცია გასვრილი იყო ია კერზაიას საქმით და იმედი გვაქვს, რომ ბატიაშვილის პერსონალური ფაქტორის არარსებობის პირობებში, აღნიშნულ საქმეზე უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი. იმავდროულად, ვფიქრობთ, რომ არ უნდა მოხდეს ერთი არაფრისმთქმელი სახელის და გვარის მეორე არაფრისმთქმელი სახელით და გვარით ჩანაცვლება. დღეს მნიშვნელოვანია არა სამინისტროს მორიგ რეორგანიზაციაზე საუბარი (იმაზე, რომ კულტურის სფერო უნდა გამოეყოს სამინისტროს და სპორტი ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბდეს), არამედ იმაზე, თუ რა არის ძირეული საკითხი განათლებისა და კულტურის სფეროში. „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს რომ აუცილებელია, არსებული მავნებლური ლიბერალური, ანტიეროვნული კურსის შეცვლა - ეროვნული, დამოუკიდებელი სახელმწიფოსათვის აუცილებელი პრიორიტეტებით. არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ განათლების სამინისტროში ყველა მიმართულებას დღემდე კახა ლომაიას დროინდელი კადრები ხელმძღვანელობენ, ხოლო მინისტრები, უბრალოდ, ბუტაფორიას წარმოადგენენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოვუწოდებთ, განათლების მინისტრის კანდიდატურა, როგორც გამონაკლისი, გახადოს საჯარო დისკუსიის საგანი და 27- წლიანი წყვეტის შემდეგ, ამ სფეროში მთავარი პრიორიტეტი სწორედ განათლებისა და კულტურის ეროვნული პოლიტიკის შემუშავების დაწყება გახდეს“,- აღნიშნულია “თავისუფალი საქართველოს“ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა