საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი კონგრესმენები სოფელ ოძისს ეწვივნენ

აშშ-ს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი და კონგრესმენი ალექს მუნი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვივნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელ კონგრესმენებს თან ახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გიორგი ციკოლია.

კონგრესმენებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ასევე იმ პრობლემებზე, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ოკუპაციის შედეგად ექმნება. მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ასევე დაგმეს საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები ადგილზე, რაც მძიმე ჰუმანიტრაულ შედეგებს იწვევს.

„ეს სიტუაცია ნამდვილად ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად უკანონოა აქ განვითარებული პროცესები, თუ რამდენად ცუდი მოთამაშეა რუსეთი. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს უდიდეს განსხვავებას დასავლურ სამყაროსთან, რომელიც ხელს უწყობს თავისუფლებას, ისევე როგორც საქართველო, და რუსეთს შორის, რომელიც ზღუდავს ადამიანების გადაადგილებას საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის არასწორი, უკანონო და აშშ არასდროს შეეგუება ამას. მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლების წართმევა არის უკანონო. რაც შეეხება ამ პრობლემის გადაჭრას, უკვე შედგა შეხვედრები და განხილვები, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია მკაფიოდ დაფიქსირდეს ის, რომ საქართველო არის აშშ-ს მოკავშირე და აუცილებელია უახლოეს პერიოდში საქართველო გახდეს ნატოს წევრი“, - აღნიშნა კონგრესმენმა კინზინგერმა.

კონგრესმენებმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაათვალიერეს ქართული სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრიც. „ჩვენ ახლახანს დავტოვეთ ქართული სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრი და მე, როგორც სამხედრო მსახურს, მსურს ვთქვა, რომ ის კიდევ ერთხელ გვახსენებს ქართველი ერისა და სამხედროების სულისკვეთებას. ჩვენ ამაყნი ვართ, რომ შეგვიძლია დაგეხმაროთ ამ პრობლემის გადაჭრაში“, - აღნიშნა კინზინგერმა.

ცნობისთვის, აშშ-ს კონგრესმენები საქართველოს 5-9 ნოემბერს სტუმრობენ, ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენებს შეხვედრა ჰქონდათ საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელმა კონგრესმენებმა მონაწილეობა მიიღეს ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში და ეწვივნენ ფოთის პორტს.​

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს