გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის ბავშვი და 60 წლის მამაკაცი დაშავდნენ

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის ბავშვი და 60 წლამდე ასაკის მამაკაცი დაშავდა. ავარია გორის შესასვლელში მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დაშავებულები კლინიკა „გორმედსა“ და გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმეა ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა.

„გორმედის“ რეანიმაციული დეპარტმენტის ხელმძღვანელის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, პაციენტი შეყვანილია საოპერაციოში და მას თავის ტვინზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდება.

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. უკვე ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები. აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, თუმცა პირველ ეტაპზე დაუყოვნებლივ საჭიროა თავის ტვინზე ქირურგიული ოპერაციის ჩატარება“, - განაცხადა დავით ყაზაიშვილმა.

რაც შეეხება დაშავებულ 12 წლის ბიჭს, რომელიც სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული, მას ამ წუთებში გამოკვლევები უტარდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა