„ნაცმოძრაობის“ წევრი ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებაზე - ეს არის ივანიშვილის ხრიკები, ყველაზე დაბალი ეშელონებიდან დაიწყო ადამიანების დაჭერა

„პარაგრაფში“ ივანიშვილის შეკრებამ გამოიღო ეს ყველაფერი, რომ ვიღაცას უნდა შეახოცოს ხელი. ეს არის მისი ხრიკები, ყველაზე დაბალი ეშელონებიდან დაიწყო ადამიანების დაჭერა, - ამის შესახებ საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ დარეჯან ცხვიტარიამ ჟურნალისტებს ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი კაკულიას დაკავებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, მაშინ როცა გიორგი გახარია ამ დრომდე პრემიერ-მინისტრია, კაკულიას დაკავება აბსურდია.

„ამის ქვეყანაში, თვალთხარია გახარია არის პრემიერ-მინისტრი, კაკულიას დაჭერა არის აბსურდი. კი, მართალია ფოთში არაფერი კეთდება და ყველაფერი გაჩერებულია თითქმის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს კაკულიას ბრალი იყო. ამ ქალაქში თუ რამე კეთდებოდა ყველაფერში ხელისუფლების მაღალი ეშელონები იყო ჩართული. მე და ირაკლი ძალიან კრიტიკულად ვიყავით ერთმანეთის მიმართ დამოკიდებული, მაგრამ ძალიან განვიცადე. დაჭერა ნამდვილად მიუღებელი იყო ჩემთვის“, - აღნიშნა დარეჯან ცხვიტარიამ.

შეგახსენებთ, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ 3 პირს ბრალად სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლება, დიდი ოდენობით ქრთამის აღება და ყალბი დოკუმენტის დამზადება ედებათ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს