ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ პოლიციის დამატებითი ძალები მივიდნენ

ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ პოლიციის დამატებითი ძალები მივიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კინოთეატრის შესასვლელთან არიან განლაგებულები. „აპოლოსთან“ შეკრებილი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ დაუშვებენ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას. კინოთეატრთან შეკრებილი ზოგიერთი მოქალაქე სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

„ეს არის ქართული გენის შეურაცხყოფა. სამართალდამცავები მოსული ხართ, რომ საკუთარ თავზე თქვათ უარი და გგონიათ, რომ თქვენი შეგვეშინდება?“, - მიმართა პოლიციელებს აქციის მონაწილე ირაკლი ანთიძემ.

აქცია „აპოლოსთან“ უკვე ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა