ანონსი 9 ნოემბერი

9 ნოემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე Startup Grind-ის რეგიონულ კონფერენციას - Startup Grind Europe-Asia Connect მისასალმებელი სიტყვით გახსნის

მის: შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი

9 ნოემბერს, 11:00 საათზე, „ლელოს“ ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე: ძალადობრივი ჯგუფები და პროცესები, რომელიც კინოპრემიერის კვალდაკვალ ვითარდება.

სპიკერები: კახა კოჟორიძე, დეა მეტრეველი

საკონტაქტო: 577403734

9 ნოემბერს, 12:00 საათზე, "ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე, ბრიფინგს გამართავს

თემა: უფასო სასადილოებში დღეს არსებული მდგომარეობა, მიმართვა თბილისის მერს

მის: ზ. ავალიშვილის 8. (პირველი სართული)

საკონტაქტო: 551 66 25 25 - თამარა ჯინჭარაძე.

9 ნოემბერს, 12:00 საათზე, სამტრედიაში, „იმერეთი გრინერში” მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლელოს’’ 12 ახალ წევრს წარადგენს.

მის: სამტრედია კოპალეიშვილის ქ.

საკონტაქტო: 577403734

9 ნოემბერს, 14.00 საათზე, დაბა საგურამოს ცენტრში, დავით გურამიშვილის სახელობის პარკის გახსნის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

9 ნოემბერს, 15:00 საათზე, ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში“, მამუკა ხაზარაძე ,,ლელოს’’ სხვა ლიდერებთან ერთად, მხარდამჭერებსა და ქუთაისში მცხოვრებლებს შეხვდება.

მის: ქუთაისი, ა. წერეთლის ქ.2

საკონტაქტო: 577403734

9 ნოემბერს, 18:00 საათზე, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში", კინოთეატრ „ამირანთან" მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: გახოკიძის 11ა

9 ნოემბერს, 19:00 საათზე, Tbilisi Gate gallery - ში, თვითნასწავლი მხატვრის თეი საჩალელის ფერწერული ნამუშევრების რიგით მეორე პერსონალურ გამოფენა გაიმართება.

მის: ნიკოლოზ ბარათაშვილის #7 (Tbilisi Gate Gallery)

საკონტაქტო: თეი საჩალელი 577055883

9 ნოემბერს, 21:00 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის“ გალაკონცერტში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ვარსკვლავი ანტონელო პალომბი, ბულგარელი მეცოსოპრანო ვესელინა კაზაროვა და პოლონელი ბანი რაფელ სივეკი, ასევე ნინო სურგულაძე, ანა ჭანია, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, რომელსაც მაესტრო რევაზ ჯავახიშვილი უდირიჟორებს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს