საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო - ზემო სვანეთის სამმართველოს ფოთის ოფისთან, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის და მასთან ერთად დაკავებულების ახლობლები იმყოფებიან

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო - ზემო სვანეთის სამმართველოს ფოთის ოფისთან, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულების ახლობლები და მეგობრები არიან შეკრებილი. მათ დეტალებზე საუბარი უჭირთ და ამბობენ, რომ ყველაფერი გაირკვევა.

„როგორც ვიცით, ოთხი პირია დაკავებული. ასეთი ინფორმაცია მაქვს. ჩემი აზრით, ძალიან დადებითი პიროვნებები არიან, რაც შეეძლოთ აკეთებდნენ. ახლობლებს არ გვჯერა, რასაც ედავებიან. იმედი გვაქვს ყველაფერი გაირკვევა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კაკულიას ახლობელმა ნანა მხეიძემ.

შეგახსენებთ, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და მასთან ერთად დაკავებულ 3 პირს ბრალად სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლება, დიდი ოდენობით ქრთამის აღება და ყალბი დოკუმენტის დამზადება ედებათ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს