ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე და მასთან ერთად დაკავებული მერიის თანამშრომელი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და ფოთის მერიის თანამშრომელი ნიკა გრიგოლია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ფოთის ოფისიდან პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

,,ყველაფერი კარგად იქნება”, - განაცხადა ირაკლი კაკულიამ. სხვა კომენტარი მას ჟურნალისტებთან არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და მასთან ერთად დაკავებულ 3 პირს ბრალად სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლება, დიდი ოდენობით ქრთამის აღება და ყალბი დოკუმენტის დამზადება ედებათ.

მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
ქართული პრესის მიმოხილვა 21.11.2019
დავით უსუფაშვილი - „გერმანული მოდელი“ სწორედ იმიტომ იქნა შერჩეული, რომ იგი ყველაზე ადეკვატური კონტრნაბიჯია, რათა პროცესები კონტროლიდან არ გამოვიდეს
რესქულში უძრავი ქონების შეფასების კურსი 25 ნოემბერს დაიწყება
კომპანია „ფრეგო“-ს მთავარი ინვესტორის ღია წერილი
BCard - "ემბისის" ბიზნეს ბარათი მცირე ფერმერებისა და მიკრო მეწარმეებისთვის
უნიმანია "უნიქარდისგან" - ექსკლუზიური შეთავაზება მინიმალური ქულებით (R)