აჭარის პოლიციის უფროსი ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

ბათუმში კინოთეატრ "აპოლოსთან" საპროტესტო აქცია გრძელდება. ცოტა ხნის წინ, აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეება სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავები კანონი მიხედვით იმოქმედებენ.

"პოლიცია ყველა მოქალაქის უსაფრთხოებას დაიცავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგზე პასუხისმგებელი უწყება, აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ გასცდნენ კანონის ფარგლებს. ნებისმიერი სამართალდარღვევის შემთხვევაში, პოლიციელებს შესაბამისი რეაგირება ექნებათ",- განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა

შეგახსენებთ, რომ ბათუმში კინოთეატრ "აპოლოსთან" მოქალაქეთა ნაწილია შეკრებილი და ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას აპროტესტებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა