ლადო მგალობლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის განათლების კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ლადო მგალობლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი ერთხმად დაუჭირა. მომავალი კვირიდან კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

საკანონმდებლო ინიციატივა ,, ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა წარადგინა. აღნიშნული ცვლილებით იზრდება აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში. კანონპროექტის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებს ენიჭებათ საჯარო სკოლებში აუდიტისა და ინსპექტირების ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელების.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს ეს ლადო მგალობლიშვილის მეორე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინა. პირველი ინიციატივა ავტონომიურ რესპუბლიკებში საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას ეხებოდა, რომელიც პარლამენტმა 2017 წელს მიიღო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა