ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოდან“ გამოსული მაყურებელი აქციის მონაწილეებმა შეძახილებით „სირცხვილია“ გააცილეს

ბათუმში, კინოთეატრ "აპოლოსთან" საპროტესტო აქცია დასრულდა. ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" მაყურებელი აქციის მონაწილეებმა კინოთეატრის შენობიდან გამოსვლისას შეძახილებით "სირცხილია" გააცილეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვატო ნებურიშვილმა განაცხადა, დღევანდელი აქცია შედგა და ფილმის ავტორებსა და მის მაყურებელს დაუმტკიცეს, რომ ქართველი ხალხი ვერ შეეგუება სოდო-გომორის ჩვენებას.

ბათუმში კინოთეატრ "აპოლოში" ფილმის ჩვენება ხვალაც გაიმარტება, რის გამოც საპროტესტო აქცია ხვალ 20:00 საათზე ჩაინიშნა.

„აქცია შედგა, რაც შეეხება პიროტექნიკას, არ ვიცი ვინ ისროლა,- მე ვერ ავიღებ პასუხიმგებლობას. ამას უყურებდნენ სამართალდამცავები. რაც შეეხება დაკავებულებს, ისინი აქციის მონაწილეები არ იყვნენ, ნასვამ მდგომარეობაში ქუჩაში გამვლელი მოქალაქეევბ იყვნენ",- აცხადებს აქციის მონაწილე ვატო ნებურიშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს