ქუთაისში, ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ერთად, საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

დღეს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამტულ თეატრში, ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ მძიმედ დაავადებული ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად, მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ერთად, გრანდიოზულ კონცერტს გამართავს. ქართველი მეცო-სოპრანოს ინიციციატივით, მსგავსი მასშტაბის საქველმოქმედო მარათონი საქართველოს რეგიონში პირველად იმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იმერეთის გუბერნატორის პრესსამსახურიდან აცნობეს, იმერეთს და ქუთაისს პირველად ესტუმრებიან ცნობილი საოპერო ტენორი ანტონელო პალომბი, ბულგარელი მეცო-სოპრანო ვესელინა კაზაროვა და პოლონელი ბანი რაფელ სივეკი.

მათივე ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, რომელსაც მაესტრო რევაზ ჯავახიშვილი უდირიჟორებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებიდან შემოსული თანხით იმერეთის რეგიონში მძიმედ დაავადებულ ბავშვებბს დაეხმარებიან, რომლებსაც საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.

„საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ 2014 წელს დაარსდა. დღემდე, 60-ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა და 300-მდე მრავალშვილიან ოჯახს აღმოუჩინა დახმარება. ფონდი, საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან განხორციელებული კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებით, მუდმივად ახდენს ეროვნული ფასეულობების და საქართველოს ტურისტული პოლიტიკის პოპულარიზაციას.

საქველმოქმედო ღონისძიების მხარდამჭერია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია იმერეთში და ქუთაისის მერია. ფონდის მუდმივი პარტნიორი - კომპანია „SOCAR“. მედიაპარტნიორი -ტელეკომპანია „რუსთავი 2“. მასპინძელი სასტუმრო - „Best Western Kutaisi“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ქუთაისში, ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ერთად, საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

დღეს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამტულ თეატრში, ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ მძიმედ დაავადებული ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად, მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ერთად, გრანდიოზულ კონცერტს გამართავს. ქართველი მეცო-სოპრანოს ინიციციატივით, მსგავსი მასშტაბის საქველმოქმედო მარათონი საქართველოს რეგიონში პირველად იმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იმერეთის გუბერნატორის პრესსამსახურიდან აცნობეს, იმერეთს და ქუთაისს პირველად ესტუმრებიან ცნობილი საოპერო ტენორი ანტონელო პალომბი, ბულგარელი მეცო-სოპრანო ვესელინა კაზაროვა და პოლონელი ბანი რაფელ სივეკი.

მათივე ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, რომელსაც მაესტრო რევაზ ჯავახიშვილი უდირიჟორებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებიდან შემოსული თანხით იმერეთის რეგიონში მძიმედ დაავადებულ ბავშვებბს დაეხმარებიან, რომლებსაც საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.

„საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ 2014 წელს დაარსდა. დღემდე, 60-ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა და 300-მდე მრავალშვილიან ოჯახს აღმოუჩინა დახმარება. ფონდი, საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან განხორციელებული კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებით, მუდმივად ახდენს ეროვნული ფასეულობების და საქართველოს ტურისტული პოლიტიკის პოპულარიზაციას.

საქველმოქმედო ღონისძიების მხარდამჭერია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია იმერეთში და ქუთაისის მერია. ფონდის მუდმივი პარტნიორი - კომპანია „SOCAR“. მედიაპარტნიორი -ტელეკომპანია „რუსთავი 2“. მასპინძელი სასტუმრო - „Best Western Kutaisi“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს