თურქეთის შს მინისტრის განცხადებით, თურქეთი „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს 11 ნოემბრიდან თავიანთ ქვეყნებში გააგზავნის

თურქეთი პატიმრობაში მყოფი „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების საკუთარ ქვეყნებში ექსტრადირებას 11 ნოემბრიდან დაიწყებს. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა თურქულ მედიას განუცხადა.

„ვიწყებთ ტერორისტების თქვენთვის უკან გამოგზავნას, სავარაუდოდ ორშაბათს“,-განაცხადა სულეიმან სოულუმ და დასძინა, რომ ეს ძირითადად ევროპულ სახელმწიფოებს ეხება.

„ისინი ამბობენ, რომ ამ პირებს მოქალაქეობა ჩამოართვეს, ახლა რაც უნდა ის უყონ. თურქეთი მათ ექსტრადიციას ყველა მიზეზის გარეშე მოახდენს“,-განაცხადა სოულუმ.

თურქეთმა ევროპული ქვეყნები არაერთხელ გააფრთხილა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს თავიანთ სამშობლოებში გააგზავნიდა, თუმცა ქვეყნებში აცხადებენ, რომ ამ პირებს მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვთ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა