გარდაბნის თბოელექტროსადგურის თანამშრომლები მეოთხე დღეა გაფიცულები არიან

გარდაბნის თბოელექტროსადგურის 200-მდე თანამშრომელი, მეოთხე დღეა გაფიცულია. ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მათ დილიდან განაახლეს.

აქციის მონაწილეები გარდაბანში, „თბილსრესის" შესასვლელთან არიან შეკრებილი.

ისინი თავდაპირველად ხელფასის 50%- ით გაზრდას ითხოვდნენ, დღეს კი აცხადებენ, რომ 300 ლარით ზრდას დათანხმდებიან და დათმობაზე წავლენ.

ორი დღის განმავლობაში გაფიცულ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებების მცდელობა უშედეგოდ მთავრდებოდა.

„თბილსრესის" დირექციამ მუშებს 15-20% - იანი ზრდა შესთავაზა, რაზეც მათ უარი განაცხადეს. დღეს კი, ისინი ამბობენ, რომ ადმინისტრაციის მხრიდან გაიჟღერა დაპირებამ, იანვრიდან ხელფასების 20% -ით მომატებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ დაპირების წერილობითი ან დოკუმენტური მტკიცებულება ჯერ არ მიუღიათ. აქციის მონაწილეების მტკიცებით, მსგავსი დაპირება მათ ადმინისტრაციისგან მაისშიც მიიღეს და ამჯერად, მხოლოდ სიტყვაზე არ ენდობიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა