მამუკა ხაზარაძე - თოხის და გუთნის მენტალიტეტში ვართ ჩარჩენილები

„სოფლის მეურნეობაში სავალალო მდგომარეობა გვაქვს. თოხის და გუთნის მენტალიტეტში ვართ ჩარჩენილები“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელო“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ორგანიზაციის ახალი წევრების წარდგენისას „იმერეთი გრინერში” განაცხადა. მისი შეფასებით, სოფლის მეურნეობა ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაშია და ამის გამოსწორება ისეთი საწარმოების შექმნით არის შესაძლებელი, რომელიც იქნება მაღალტექნოლოგიური და ექსპორტზე ორიენტირებული.

„სოფლის მეურნეობაში სავალალო მდგომარეობა გვაქვს. სავალალო იმ კუთხით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებამ 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განახორციელა სოფლის მეურნეობაში და შედეგად რა მივიღეთ? გაიზარდა თუ არა გლეხის შემოსავალი? შედეგად მივიღეთ ის, რომ რეალური მშპ სოფლის მეურნეობაში შემცირდა და შესაბამისად, 30%-ით შემცირდა ნათესი ფარდობები, 3%-ით შემცირდა მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა და 15% - ით შემცირდა რძის წარმოება. ამას ემატება ის, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელსაც უნიკალური რესურსები აქვს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების 1 მლრდ დოლარის იმპორტს ახორციელებს ყოველწლიურად. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. ეს ნიშნავს, რომ არანაირ ეფექტურობასთან არ გვაქვს საქმე და ამას სჭირდება გამოსწორება ისეთი საწარმოების შექმნით, რომელიც იქნება მაღალტექნოლოგიური და ექსპორტზე ორიენტირებული.

ჩვენ დღეს ვართ თოხის და გუთნის მენტალიტეტში ჩარჩენილები. ეს უნდა შეიცვალოს და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით უნდა დავიწყოთ მოქმედება თუ გვინდა, რომ სწრაფად გამოვიდეთ იმ სოციალური, ეკონომიკური და უმუშევრობის მდგომარეობიდან, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა