გიორგი ჩოგოვაძე - Ryanair-ი უკვე თბილისსა და ქუთაისშია,  რაც ნიშნავს მეტ ქართველს ევროპაში და მეტ ევროპელ ტურისტს საქართველოში

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ცნობილმა ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა საქართველოს ბაზარზე ოპერირება ერთდროულად ორ აეროპორტში დაიწყო. პირდაპირი ავიარეისები მილანი-თბილისის მიმართულებით უკვე სრულდება, ასევე, ქუთაისიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ აცნობეს, საქართველოს ავიაბაზარზე Ryanair-ის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური მიღება გაიმართა.

ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, სამოქალაქო ავიაციის დირექტორი ლევან კარანაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ტავ ჯორჯიას ხელმძღვანელობა დაესწრო.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს დედაქალაქში ამ მასშტაბის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას. Ryanair-ი უკვე თბილისსა და ქუთაისშია, რაც ნიშნავს მეტ ქართველს ევროპაში და მეტ ევროპელ ტურისტს საქართველოში. ამ ეტაპზე Ryanair თბილისიდან მილანის მიმართულებით, ხოლო ქუთაისიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით შეასრულებს რეისებს. რაც შეეხება კიოლნს, გაზაფხულიდან დაემატება ეს მიმართულება თბილისის აეროპორტს. ეს რაც ამ ეტაპზეა ცნობილი,-‘’განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ორგანიზებით, მილანიდან ჩამომფრენ და გამფრენ მგზავრებს სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. მგზავრებს აეროპორტში ქართული ხალხური სიმღერების შესრულებით ანსამბლი ,,დიდგორი“ დახვდა.

ავიაკომპანია Ryanair-თან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” მოლაპარაკებებს რამდენიმე წლის განმავლობაში აწარმოებდნენ. თუმცა, მოლაპარაკებების საბოლოო ფაზა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და 21 აგვისტოს ავიაკომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა. შედეგად დღეს Ryanair-ი უკვე საქართველოშია და ფრენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად საქართველოს ორი აეროპორტიდან, ბოინგ 737 ტიპის საჰაერო ხომალდებებით ასრულებს.

ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2019
მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
Konica Minolta-ს პირველი ოფისი 12 ნოემბერს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
ტოიოტა ფორტუნერი - თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე, ახლა უკვე დიზელის ძრავით
აგრესიული რეგულაციების გვერდითი მოვლენები სამშენებლო ბაზარზე – ფასების ზრდა
Volvo Art Night - ვოლვო საქართველო გლობალური მიზნების კვალდაკვალ (R)
Trade In! გადაცვალე ძველი ტექნიკა ახალში  - „ელიტ ელექტრონიქსის ახალი წამოწყება“
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ვორკშოპი - "საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულები და მასთან ბრძოლის ნაციონალური და ინტერნაციონალური სამართლებრივი გზები და საშუალებები” ჩატარდა