სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელს 12 ნოემბერს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ,,რუსთავი - თელავი - ჟინვალის “ DN 300 მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნული სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს, 07:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ქალაქ ყვარელს, ასევე, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების შემდეგ სოფლებს: ალმატი, ახალსოფელი, ბალღოჯიანი, გავაზი, გრემი, გრძელი ჭალა, ენისელი, თივი, თხილისწყარო, კუჭატანი, მთისძირი, ზინობიანი, საბუე, სანავარდო, სარუსო, საცხენე, შაქრიანი, შილდა, წიწკანაანთსერი, ჭიკაანი, ჩანტლისყურე; ახაშენი, ზეგაანი, მუკუზანი, ველისციხე, ვაზისუბანი, შაშიანი, ვაჩნაძიანი, კახიფარი, კალაური.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა