თეონა ჭალიძე - მივმართავ კახა კალაძეს: რა ნამუსით ამცირებ სასადილოების ბიუჯეტს? რა გეფოიერვერკება? როცა იცი, რომ 7 000-ზე მეტი ადამიანი ითხოვს დღეში ერთხელ მაინც გამოიკვებოს

7 000-მდე ადამიანი უფასო სასადილოების საკვებით სარგებლობას ითხოვს და ამის საშუალება მათ არ ეძლევათ, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ფონზე უფასო სასადილოების არსებული ბიუჯეტი თბილისის მერიამ 188 000 ლარით შეამცირა. მისივე განცხადებით, ამის მიზეზად დაბალი მიმართვიანობა დასახელდა, რაც აბსურდია.

თეონა ჭალიძე მოქალაქეებს, რომელთაც უფასო სასადილოთი სარგებლობა სურთ, მოწოდებს, გამგეობებში მივიდნენ და განცხადება დაწერონ, რათა დაფიქსირდეს, რამხელაა რეალურად მოთხოვნა.

,,დღესდღეობით თბილისში 62 უფასო სასადილო ფუნქციონირებს, რომლითაც სარგებლობს 38 365 სოციალურად დაუცველის სტატუსი მქონე პირი. ძირითად სიაშია 38 365 ბენეფიციარი. დამატებით სიაშია 2 807, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ ულუფას, თუ ძირითად სიაში მყოფი ბენეფიციარი არ მივა. მოლოდინის რეჟიმში იმყოფება 4 080 ბენეფიციარი, რაც იმას ნიშნავს, რომ 7000-მდე ადამიანი ითხოვს უფასო სასადილოების საკვებით სარგებლობას და ამის საშუალება მათ არ ეძლევათ.

სასადილოს მომსახურეობით სარგებლობის მოთხოვნა რეალურად კიდევ უფრო მაღალია, თუმცა რიგი გარემოებების გამო, არაა ეს ციფრებში ასახული. მაგალითად: განცხადებას აღარ აწერინებენ, პირდაპირ ეუბნებიან, რომ არ არის ადგილი და აზრი არ აქვს განცხადების დაწერას. მათ ვინც, წინა წელს დაწერეს განხადება და დღემდე ელოდებიან სიაში ჩასმას, არ იციან, რომ განცხადების განახლება იყო საჭირო ამ წელსაც. ასევე, სოციალურად დაუცველის სტატუსი შეუჩერეს და შეუწყვიტეს საარსებო შემწეობის ჩარიცხვა ათასობით ადამიანს, რაც შესაძლოა მათი სიიდან ამოღების მიზეზიც გახდეს.

მიუხედავად ამისა, გუშინ საკრებულოს სხდომაზე, იმის ნაცვლად რომ გაეზარდათ სასადილოების არსებული ბიუჯეტი, ის შეამცირეს 188 000 ლარით. მივმართავ კახა კალაძეს: როცა ადამიანები შიმშილობენ, რა ნამუსით ამცირებ სასადილოების ბიუჯეტს? რა გეფოიერვერკება? როცა იცი, რომ შენს გვერდით ხალხი შიმშილობს და 7000 -ზე მეტი ადამიანი ითხოვს დღეში ერთხელ მაინც გამოიკვებოს, თუნდაც იმ 1 ლარითა და 30 თეთრით გამზადებული საკვებით.

ამ ქმედების არგუმენტად დასახელდა, რომ თითქოს უფასო სასადილოებით სარგებლობაზე მიმართვიანობა დაბალია და ამიტომ შეამცირეს არსებული ბიუჯეტი. რაც არის ყოვლად გაუმართლებელი და აბსურდული არგუმენტი“, - განაცხადა ,,ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ.

აღნიშნულ კომენტარს „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა