ნათია თურნავა - კრეატიული, ნიჭიერი ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი რესურსია და ვალდებულები ვართ, ამას შევუწყოთ ხელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიების გახსნაზე 100 ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეოთხე ეტაპის დაწყება ოფიციალურად გამოაცხადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროგრამას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” (GENIE) მხარდაჭრით ახორციელებს. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია.

„ჩვენი ამოცანაა, შევარჩიოთ ისეთი პროდუქტები და იდეები, რომლებიც საინტერესო იქნება საერთაშორისო ბაზრისთვის. ჩვენ მუდმივად აქცენტს ვაკეთებთ ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციების, სტარტაპების განვითარებაზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.

„ეს არის ის ფინანსური დახმარება, რომელსაც სახელმწიფო უწევს ინოვატორებს, სტარტაპერებს იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი, ინოვაციური პროდუქტები, დამუშავდეს ინოვაციური იდეები, რადგან საქართველო არის ძალიან მდიდარი არამარტო ბუნებით, სტუმართმოყვარებით, კონკრეტული ბუნებრივი რესურსებით, არამედ ძალიან ნიჭიერი ადამიანებით. კრეატიული, ნიჭიერი ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რესურსს და ვალდებულები ვართ, ამას შევუწყოთ ხელი,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის GENIE პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი წლიური ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს, მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტები-საქმიანობები, გარდა სამხედრო, ბირთვულ ტექნოლოგიებთან, სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოებისა.

მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
ქართული პრესის მიმოხილვა 21.11.2019
დავით უსუფაშვილი - „გერმანული მოდელი“ სწორედ იმიტომ იქნა შერჩეული, რომ იგი ყველაზე ადეკვატური კონტრნაბიჯია, რათა პროცესები კონტროლიდან არ გამოვიდეს
რესქულში უძრავი ქონების შეფასების კურსი 25 ნოემბერს დაიწყება
კომპანია „ფრეგო“-ს მთავარი ინვესტორის ღია წერილი
BCard - "ემბისის" ბიზნეს ბარათი მცირე ფერმერებისა და მიკრო მეწარმეებისთვის
უნიმანია "უნიქარდისგან" - ექსკლუზიური შეთავაზება მინიმალური ქულებით (R)