მარიამ ქვრივიშვილი -Ryanair -ის საქართველოში შემოსვლა ნიშნავს კიდევ უფრო მეტ წვდომას იმ ევროპულ ქვეყნებზე, რომელიც ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია

„ავიაკომპანია Ryanair -ის საქართველოში შემოსვლა ნიშნავს კიდევ უფრო მეტ წვდომას იმ ევროპულ ქვეყნებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია,“ - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ოფიციალურ მიღებაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ცნობილმა ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა საქართველოს ბაზარზე ოპერირება ერთდროულად ორ აეროპორტში დაიწყო. მათი ინფორმაციით, პირდაპირი ავიარეისები მილანი-თბილისის მიმართულებით, ასევე, ქუთაისიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით უკვე სრულდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ირლანდიული ავიაკომპანია Ryanair - ის შემოსვლა საქართველოში. ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ წვდომას იმ ევროპულ ქვეყნებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელობვანია. Ryanair - ის შემოსვლა განაპირობებს ევროკავშირის კიდევ უფრო მეტი მოქალაქის საქართველოში ტურისტად მოგზაურობას, და რაც მთავარია ეს აისახება იმაზე რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვა კიდევ უფრო მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტი“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა