მამუკა ხაზარაძე ქუთაისში, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" მხარდამჭერებს შეხვდა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" მხარდამჭერებს მამუკა ხაზარაძე ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში" შეხვდა. ხაზარაძემ ქვეყნის განვითარების საკუთარ ხედვაზე ისაუბრა.

მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის განვითარება ქუთაისიდან უნდა დაიწყოს და ქუთაისმა პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია უნდა დაიბრუნოს.

„მე ვფიქრობ, რომ პარლამენტის თბილისში დაბრუნება იყო შეცდომა. როგორ იქნება მომავალში, ეს ახალ პარლამენტზეა დამოკიდებული და იმედია, ეს ვიქნებით ჩვენ, მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ქუთაისს დაუბრუნდეს სერიოზული პოლიტიკური ცენტრის სტატუსი. როგორ იქნება ეს განხორციელებული - ეს იქნება პარალამენტი, მთავრობა, რამდენიმე უწყება თუ სხვა რამ, ეს უკვე ჩვენს პროგრამაში იქნება კონკრეტულად გაწერილი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა