ჟურნალისტი ტომ როგანი თამარ ჩუგოშვილს პასუხობს

ჟურნალისტი და პოლიტიკური კომენტატორი ტომ როგანი საქართველოს პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს თამარ ჩუგოშვილს პასუხობს.

ტომ როგანის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

„საქართველოს პარლამენტის პრო-სამთავრობო ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ჩემს განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ საქართველოს პრორუსულად განწყობილი მთავრობა ჰყავს. მე ჩემს აზრზე ვრჩები. ოპოზიციური პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჩუგოშვილის განცხადებაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: "საქართველოს მთავრობა ვლადიმერ პუტინის მიმართ კეთილგანწყობილი რომ არ იყოს, რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის ვიზიტს და მითუმეტეს, მის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასმას არ დაუშვებდა. ამ შემთხვევაში, როცა ქ-ნი ჩუგოშვილი ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ არსებული ხელისუფლების ძალები შენარჩუნებულია, იგი უგულებელყოფს იმ საპროტესტო ტალღას, რომელიც ამ ვიზიტმა გამოიწვია. " ბოკერიას იმ მოსაზრების განსამტკიცებლად, რომ ახლანდელი მთავრობა თავის მმართველობას პუტინის სტილში ახორციელებს, ისეთი არგუმენტები მოჰყავს, როგორებიცაა: ნეპოტიზმი, საგადასახადო მაქინაციები და გაბერილი ბიუროკრატია, მიწის უცხოელი მესაკუთრისთვის გადაცემის ან ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზების გამო ინვესტორებისთვის ინვესტიციის აკრძალვა. "ამ პროექტს, რომელიც დონალდ ტრამპის მიერაა მხარდაჭერილი, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება პუტინი და მისი განხორციელება შიშს იწვევს მასში, რადგანაც ამის შედეგად საქართველოში ამერიკული გავლენები კიდევ უფრო გაიზრდება. ჩუგოშვილსა და მის გუნდს კი კრემლიდან უფროსის კეთილგანწყობის მოპოვება ურჩევნიათ.

თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება, როგორც ანი ჩხიკვაძემ („ამერიკის ხმის“ ქართველმა ჟურნალისტმა) განაცხადა, პარტია „ქართული ოცნება“ საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს, ხელს უწყობს ქსენოფობიას და გამოირჩევა პუტინისადმი სიმპათიებით. ხსენებულმა შემთხვევებმა შეიძლება შეშფოთება გამოიწვიოს აშშ-სა და "Chartwell Strategy"-ის ფირმაში, რომელიც ქართული ნარატივის ვაშინგტონში გავრცელებისთვის საქართველოს მთავრობისგან იღებს ფულს, თუმცა, სავარაუდოდ, ეს უკანასკნელი დიდად არ შეშფოთდება, რადგან მარტი-აგვისტოს პერიოდში მათ 45 000 აშშ დოლარი გამოიმუშავეს. მე ისევ ჩემს პირვანდელ პოზიციას დავუბრუნდები, მეტიც, მის პათოსს გავაორმაგებ და ვიტყვი, რომ ქართველი ხალხი ამერიკელი ხალხის მეგობარია და ისინი იმსახურებენ საქართველოში აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტს, მიუხედავად დღეს არსებული ხელისუფლებისა“, - წერს ტომ როგანი, რომლის სტატიასაც „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა