14.07.2025 / 09:02
ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“  ერთი პირი დააკავეს

ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ პოლიციამ ერთი პირი დააკავა. აქციის მონაწილემ კინოთეატრთან მისულ ფილმის მაყურებლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილე შემთხვევის ადგილზე იგინებოდა და ილანძღებოდა. დაკავებულს გამოძიება წვრილმან ხულიგნობას ედავება, იგი სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ამ წუთებში კინოთეატრ „აპოლოსთან“ საპროტესტო აქცია დაიწყო, აქციის მონაწილეები ფილმის "და ჩვენ ვიცეკვებთ" ჩვენებას აპროტესტებენ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა