სემეკის  წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს გიორგი ფრუიძის კანდიდატურა წარედგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს გიორგი ფრუიძის კანდიდატურა წარედგინა.

ფრუიძის კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ფრუიძე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის პოსტს იკავებდა, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილება მას მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს შეუწყდა.

გიორგი ფრუიძემ საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით 3 ოქტომბერს თავად მიმართა. მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისიის ოჯახის წევრის მეუღლე კომისიის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტისთვის ანაზღაურებად სამუშაოს ასრულებს, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი.

ფრუიძის ინტერესთა კონფლიქტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მისი მეუღლე ნათია ლაზაშვილი „რუსთავი 2“ - ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი გახდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა