პაატა ბურჭულაძე - ფონდმა „იავნანამ“ პროკურატურის წერილის ასლი მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ რომელიმე კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად კვლავ არ არის ცნობილი

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ფონდ „იავნანას“ საქმეში დაზარალებულად და ბრალებულად კვლავ არავინ არის ცნობილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ პროკურატურისგან წერილი მიიღო.

„დღეს ფონდმა „იავნანამ“ პროკურატურის წერილის კიდევ ერთი ასლი მიიღო, სადაც ვკითხულობთ, რომ ამ ეტაპზე რომელიმე კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად კვლავ არ არის ცნობილი. მეგობრებო, ამიხსენით, თუკი, სამი წლის მანძილზე საქმეში ვერაფერს ვერ პოულობენ, მერე საიდან გაჩნდება? რაღას იძიებენ? მხოლოდ იმიტომ არ ხურავენ საქმეს, რომ ეს ფონდი კიდევ უფრო დააზიანონ? კიდევ მეტი ბოროტება, რომ ჩაიდინონ? მაინც ხომ არაფერი გამოუვათ, ფონდი „იავნანა“ ხომ აუცილებლად გაიმარჯვებს და ყველა სამარცხვინო და მავნებელი, ვინც ამ სისტემურ დანაშაულშია ჩართული დაისჯება საჯაროდ.

დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ნინო ლომჯარიას და სახალხო დამცველის ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც გვერდით დაუდგა „იავნანას“. საქმე იმაშია, რომ ეს არ არის სახალხო დამცველის პირველი წერილობითი მიმართვა პროკურატურის მიმართ, თუმცა, ყველა ჯერზე პასუხი უცვლელია - გამოძიება მიმდინარეობს!“ - წერს პაატა ბურჭულაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა