ერაყში საპროტესტო აქციებს კიდევ 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ერაყში, სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის მომხდარ შეტაკებას გუშინ 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 140-ზე მეტი დემონსტრანტი, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ერაყის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ, რომლებიც მნიშვნელოვანი ხიდებისა და ტაჰრირის მოედნის დაკავებას ცდილობდნენ, ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. დემონსტრანტებმა კი მათ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ და ხელნაკეთი ბომბები დაუშინეს.

ერაყის პრემიერ- მინისტრმა ადელ აბდულ მაჰდიმ განაცხადა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ქვეყნის მართვის დროს შეცდომები დაუშვეს. მან პოლიტიკური ცვლილებების განხორციელების მიზნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ლეგიტიმურობა აღიარა და მოსახლეობას საარჩევნო რეფორმის გატარების პირობა მისცა.

შეგახსენებთ, მასობრივი ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციები ბაღდადში 1 ოქტომბერს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, სამართალდამცველებთან შეტაკებას დღემდე 280 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს