მეუფე გრიგოლი - პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო და ამის შემდეგ უკვე საუბარი იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც დგას ეკლესია, ქვეყანა, თუ თითოეული ადამიანი

საპატრიარქო კი არა, დღეს ხედავთ, რომ მთელი ქვეყანა გარკვეულწილად მღელვარებამ მოიცვა და პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო, -ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

,,ცხოვრება თავისი დინებით მიმდინარეობს. საპატრიარქო კი არა, დღეს ხედავთ, რომ მთელი ქვეყანა გარკვეულწილად მღელვარებამ მოიცვა და პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო და ამის შემდეგ უკვე საუბარი იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც დგას ეკლესია , ქვეყანა, თუ თითოეული ადამიანი“,-აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა ის მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესია.

,,მნიშვნელოვანი ის არ არის, მე ვუჭერ თუ არ ვუჭერ მხარს, მნიშვნელოვანი არის ის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესია და ამის დროც დადგება. დღეს ისეთ საგანგებო მდგომარეობაში ვართ, რომ ვფიქრობ ყველა საკითხმა უკან დაიხია. მთავარია, კიდევ ერთხელ გეუბნებით, სიმშვიდე , დადინჯება და მხოლოდ ამის შემდეგ მსჯელობა იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენგან ითხოვს პასუხებს“,-განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

კითხვაზე, არსებულ ვითარებაში, უნდა შეიკრიბოს თუ არა სინოდი, მეუფე გრიგოლი პასუხობს, რომ ,,ამას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაწყვეტს.“

იხილეთ ვიდეო: პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო და ამის შემდეგ უკვე საუბარი იმ პრობლემებზე - მეუფე გრიგოლი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა