მეუფე სტეფანე - მიკვირს მეუფე პეტრესგან, რატომ მოხდა მასში ასეთი ცვლილება

მიკვირს მეუფე პეტრესგან, რატომ მოხდა მასში ასეთი ცვლილება, - ასე ეხმაურება ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მიერ სინოდის სხდომის შემდეგ განცხადებას.

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის თქმით, „მას ძალიან უყვარს მეუფე პეტრე, მაგრამ მისთვის პატრიარქის გინება მიუღებელია“.

„მოსაგონია ყველაფერი, რაც გვაკავშირებდა ჩვენ უწმინდესთან - მე და მეუფე პეტრეს. ვერაფრით ვერ გავერკვიე ამ საკითხში, რატომ მოხდა მასში ასეთი ცვლილება. მე ვერ დავტოვებ უწმინდესს ვერასდროს. ვინმემ რომ თქვას, რომ მამაშენი ასეთიაო, მე ვეტყვი -წადი მომშორდი. ნებისმიერ თქვენთაგანს მამაზე რომ გითხრან, რომ შენი მამა ასეთიაო, მოუსმენთ იმას?! ეს ისეთი რაღაცაა, ვერ წარმომიდგენია. თავში როგორ უნდა შეუშვა მამაზე ასეთი რაღაცა. მე მიკვირს მეუფე პეტრესგან. მე მიყვარს მეუფე პეტრე. ბევრი რამე გვაკავშირებს, მაგრამ უწმინდესის გინება ჩემთვის მიუღებელია“, - განაცხადა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ.

იხილეთ ვიდეო: მიკვირს მეუფე პეტრესგან, რატომ მოხდა მასში ასეთი ცვლილება - მეუფე სტეფანე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო