მეუფე გრიგოლის ინფორმაციით, სპეციალურმა კომისიამ ჭყონდიდის ეპარქიის ქონების აღწერა უკვე დაასრულა

მეუფე გრიგოლმა ჭყონდიდის ეპარქია გადაიბარა. როგორც მან საკვირაო წირვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეპარქიის ქონების აღწერა სპეციალურმა კომისიამ უკვე დაასრულა და არანაირი დარღვევა არ აღმოუჩენიათ.
"ყველაფერი კარგად დასრულდა, მადლობელი ვარ კომისიის. ორივე მხრიდან სინდისიერად იმუშავეს. ძალიან ბევრი ფოტო და ვიდეო მასალაა, უნდა გავეცნო მას და შევაჯამოთ. ყველაფერი რიგზეა, რაც კომისიამ გადაიბარა, იქ დარღვევა არ არის",- განაცხადა მეუფემ.
კომისიის ხელმძღვანლის, არქიმანდრიტ სერაფიმე ჭედიას თქმით, კომისიამ მუშაობა დაასრულა.
"აღვწერეთ ეპარქიის უძრავი და მოძრავი ქონება. დავასაბუთეთ, როგორც ვიდეო, ასევე ფოტო მასალით. ამოიწურა აღწერა, რაც შეეხება შემდგომ საკითხებს, ამაში საპატრიარქოს ქონების მართვის სააგენტო ჩართულია",- ამბობს არქიმანდრიტი სერაფიმე ჭედია.

























