ფოთის იზოლატორიდან საკრებულოს თავმჯდომარე და მასთან ერთად დაკავებული სამი პირი ზუგდიდში გადაჰყავთ

ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და მასთან ერთად დაკავებული სამი პირი ზუგდიდში გადაჰყავთ, სადაც, სავარაუდოდ, დღეს სასამართლო მათ აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგანაც სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

იხილეთ ვიდეო: ფოთის იზოლატორიდან ქალაქის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები ზუგდიდში გადაჰყავთ

ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2019
მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
Volvo Art Night - ვოლვო საქართველო გლობალური მიზნების კვალდაკვალ (R)
Trade In! გადაცვალე ძველი ტექნიკა ახალში  - „ელიტ ელექტრონიქსის ახალი წამოწყება“
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ვორკშოპი - "საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულები და მასთან ბრძოლის ნაციონალური და ინტერნაციონალური სამართლებრივი გზები და საშუალებები” ჩატარდა
„სამ რაან სპა-ცენტრი“ ევროპის საუკეთესო სპად დასახელდა