ადვოკატი - ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება კონკრეტული პირების ინტერესში შედის

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი კაკულიას ადვოკატმა, ედიშერ ქარჩავამ მალთაყვის ბულვარში შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოძიებას კაკულიასთან შეკითხვები აქვს. ქარჩავას მიაჩნია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წაყენებული ბრალდებები უსამართლოა.

,,გადმომეცა საქმის მასალები. რა თქმა უნდა, სრულად არ ვიცნობ საქმეს და სრულ ანალიზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ იმ ბრალის დადგენილებიდან გამომდინარე, რომელიც მე გადმომეცა და პირველ რიგში, ათი ტომიდან, ყურადღებას ვამახვილებ იმ მტკიცებულებზე, რომლებიც უშუალოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ირაკლი კაკულიას ეხება. პირდაპირი მტკიცებულება, რომ თითქოს მან 170 ათასი ლარი აიღო, არ არსებობს. ერთადერთი რაზეც ედავებიან, რომ თითქოს, მან 4 მილიონიან ტენდერიდან 18 ათასი ლარის ზიანი მიაყენა სახელმწიფოს, რაც, რა თქმა უნდა, დაუსაბუთებლად მიმაჩნია იქიდან გამომდინარე, რომ მალთაყვის განაშენიანების პროექტი არ იყო 4 მილიონიანი პროექტი და ეს იყო საწყისი. ის საბოლოო სახე, რაც უნდა მიეღო ამ ტერიტორიას, ჯერ არ არის სახეზე. აქ იყო გაუვალი ჭაობი. იწყებოდა მინიმუმ 18 მილიონით და შესაძლებელია, რომ ეს ყოფილიყო დაახლოებით 50 მილიონიანი პროექტი. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ირაკლი კაკულიამ საფუძველი ჩაუყარა მართლაც ეროვნული მნიშვნელობის საქმეს, რაც ტურისტული განვითარებას ისახავს მიზნად. ეს თუნდაც ფოთისთვის, ფოთის მცხოვრებლებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა. ამ ტერიტორიის განვითარება რომ სახელწიფო ინტერესებშია, ეს უკვე დადასტურდა იმითაც, რომ ბოლო პერიოდში ამ ტერიტორიის განვითარების გენერალური გეგმა შედგა. ეს იყო ირაკლი კაკულიას იდეა, მისი დაწყებული პროექტი, ვიღაცის ინტერესებში არ შედიოდა, რომ ეროვნული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ირაკლი კაკულიას სახელთან ყოფილიყო დაკავშირებული“,-განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

ქარჩავას თქმით, კაკულიას დაკავება კონკრეტული პირების ინტერესში შედის.

,,აქ შესაძლებელია, რომ კონკრეტული პირების ინტერესებს უფრო ვხედავდეთ, რომ არ უნდოდათ ირაკლი კაკულია, როგორც პარტიის თავმჯდომარე, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა „ქართული ოცნებისთვის“, გამოჩენილიყო, როგორც ფოთში ეროვნული იდეის წამომწყებად. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს დანაშაულს, ვინაიდან ის გარკვეული ქმედებები, რასაც თითქოს მას ედავებიან, არ იყო მისი მხრიდან განხორციელებული. თუ რაიმე ხარვეზი, შეცდომა, გადაცდომა იყო პროექტთან მიმართებაში, ეს არ იყო იმ მნიშვნელობის, რომ აუცილებელი ყოფილიყო მისი ასე საჯაროდ დაკავება.ეს არ შედის არც სახელმწიფოს და არც მმართველი პარტიის ინტერესში“,- აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა