ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს ეწვია

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოს ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალური მდივნის დახვედრის ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. მას ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დახვდნენ.

გენერალური მდივანის ვიზიტი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავჯდომარეობის მოახლოებას უკავშირდება. ვიზიტის ფარგლებში მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან გამართავს.

„მოგეხსენებათ, 2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ხდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა, რაც 2020 წლის 15 მაისამდე გაგრძელდება. გენერალური მდივნის ვიზიტის მიზანია გაეცნოს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს და დაისახოს საქართველოსთან თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები. თავმჯდომარეობის პერიოდის განმავლობაში დადგენილია მრავალი სხვადასხვა დონის ღონისძიება, რაც ფართოდ წარმოაჩენს საქართველოს სტრასბურგში", - განაცხადა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ირაკლი გივიაშვილმა.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქარველოს 10-11 ნოემბერს სტუმრობს. საქართველოსთვის თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია კი 27 ნოემბერს სტრასბურგში გაიმართება.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს