ანონსი 11 ნოემბერი

11 ნოემბერს, 10:00 საათზე, ადვოაკატი და უფლებადამცველი ლევან ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: სასულიერო თუ საერო პირების მხრიდან გამოთქმული შეურაცხმყოფელი სიტყვები. მისი გამოყენება ჟურნალისტების მხრიდან და როგორ გავაშუქოთ, რომ არ დავჯარიმდეთ.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, შრომის კოდექსის რეფორმის ფარგლებში, მეოთხე საჯარო შეხვედრა გაიმართება, სადაც რეფორმის ერთ-ერთი ინიციატორი, დიმიტრი ცქიტიშვილი, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, კოდექსში შესატანი ცვლილებების დეტალურ განხილვას განაგრძობს.

თემა: შრომის კოდექსის აღსრულების და შრომის ინსპექციის შექმნის სამართლებრივი მექანიზმები.

11 ნოემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის წინ, საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების საჭიროების დემონსტრირებისთვის ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება ორგანიზებულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციების: “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” და “ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის” მიერ.

11 ნოემბერს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

11 ნოემბერს, 10:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში, დავით ზალკალიანისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შეხვედრა გაიმართება.

11 ნოემბერს, 10:45 საათზე, სასტუმრო „რედისონში“, წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართება, რომელსაც მინისტრები - ნათია თურნავა, მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი დაესწრებიან.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, ასევე ბიზნესის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები.

11 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დავით ზალკალიანი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ.

თემა: 27 ნოემბერს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის საქართველოსთვის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში.

11 ნოემბერს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი მედიას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე მომზადებულ განსხვავებული აზრს გააცნობს, რომელიც პარლამენტს წერილობით წარედგინება: „10 ძირითადი მიზეზი: რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თუნდაც ერთ კანდიდატს“.

მის: ბოჭორმის 12, იუსტიციის უმაღლესი საბჭო

11 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. აქციის ორგანიზატორთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. აქციაზე დაკავებულების საქმე.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

11 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მის: დავით აღმაშენებლის გამზირი #150

11 ნოემბერს, 11:00 საათზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

11 ნოემბერს, 11:15 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში ყოფილი დეპუტატი, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. აქციის ორგანიზატორთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. აქციაზე დაკავებულების საქმე.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

11 ნოემბერს, 11:50 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

11 ნოემბერს, 12:00 საათზე ,,პრაიმტაიმის" პრესკლუბში დეკანოზი გიორგი რაზმაძე და მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი, მალხაზ ქოიავა პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ,,კვარტეტი ჰანგების" სიმღერის მოტყუებით გამოყენება ფილმში ,,და ჩვენ ვიცეკვეთ".

მის: ი. მოსაშვილის N 24, მე-5 სართული

11 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული)

11 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოქალაქე ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებული შალვა შევარდნაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

11 ნოემბერს, 12:00 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.

ფესტივალის პროგრამასა და ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებზე სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ქერელაშვილი და ფესტივალის სტუმრები: კორნელია ფონ კერსენბროკი (დირიჟორი, გერმანია), დავიდე ამადიო (ჩელო, იტალია) და მიგელ რინკონი (თეორბო, ბაროკოს გიტარა / ესპანეთი) ისაუბრებენ.

მის.: სანაპიროს ქ. #4

11 ნოემბერს, 12:00 საათზე, მშობლები, რომლის არასრულწლოვანი შვილები ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაიღეს, „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11 ნოემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

11 ნოემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სათათბირო ოთახი N419 (C კორპუსი, IV სართული)

11 ნოემბერს, 13:30 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N419 (C კორპუსი, IV სართული)

11 ნოემბერს, 14:00 საათზე, აჭარის მთავრობის სახლში გაიმართება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ბრიფინგი.

მის: ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქ#9.

საკონტაქტო პირი: სულხან ბერიძე - 591 010 026

11 ნოემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების საქმეზე ბრალდებული 20 პირის პროცესი გაიმართება.

11 ნოემბერს, 15:00 საათზე, თეატრ „სახლი 2-ის“ ხელმძღვანელი, რომლის არასრულწლოვანი მოსწავლეები ლევან აკინმა ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოტყუებით გადაიღო, „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

მის: მისამართი: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11 ნოემბერს, 15:00 საათზე, სექტორი 3 შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის მექანიზმის გაუმჯობესების მიზნით, ახალ კონცეფციას წარადგენს. მის: დიღომი, გიული ჭოხონელიძის ქ.5

საკონტაქტო პირი: მარიამ ჯაფარიძე: 555 10 10 40

11 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

11 ნოემბერს, 16:00 საათზე, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)

11 ნოემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

11 ნოემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

11 ნოემბერს, 16:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიხსნება ახალი ქანდაკება „N’Uovo”, რომელიც შექმნა იტალიაში მოღვაწე ქართველმა მოქანდაკე პრასტომ, ვაჟა მიქაბერიძემ.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი / შადრევნის მიმდებარე ტერიტორია

საკონტაქტო პირი: ჯაბა სიხარულიძე - 577 28 87 87

11 ნოემბერს, 16:30 საათზე, თელავის რაიონულ სასამართლოში, სოფელ ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაზე 85 წლის ომარ გამყრელიძისა და მისი შვილიშვილის გაერთიანებული საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება.

11 ნოემბერს, 19.00 საათზე, Silk Factory Studio Art Gallery-ში გაიხსნება თურქი მხატვრის აქინ ექიჯის გამოფენა „მოგზაურის მიერ მოგზაურისათვის მოყოლილი ამბები“.

მის: კოსტავას ქ. 59

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა