თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს მოქალაქე ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ შალვა შევარდნაძის სასამართლო პროცესი 11 ნოემბერს გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე ჩატარდება. ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე შალვა შევარდნაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
ცნობისთვის, შალვა შევარდნაძეს ბრალი 118,1 მუხლით აქვს წაყენებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.