ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და კიდევ 3 პირს პატიმრობა, 7 ბრალდებულს კი გირაო შეეფარდა

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ფატი ფურცხავნიძემ მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება დანარჩენ 7 პირს, მათ გირაო შეეფარდათ. გირაოს თანხები ასე განისაზღვრა: რაინდი შეროზია - 8000 ლარი, თეიმურაზ ლატარია - 25 000 ლარი, გიორგი ჟვანია - 45 000 ლარი, ჯაბა არდია - 15 000 ლარი, ზურაბ ჯამბურია - 45 000 ლარი, გურამ მონიავა - 45 000 ლარი, გივი ბადაშვილი - 15 000 ლარი.

საოლქო პროკურორი მირანდა წერეთელი პატიმრობის შეფარდებას ირაკლი კაკულიასთან დაკავებულ სამ ადამიანთან ერთად, კიდევ ერთი პირისთვის ითხოვდა. ბრალდებულების ნაწილი თავს დამნაშავედ ცნობს. ბრალს არ აღიარებს საკრებულოს თავმჯდომარე და კიდევ რამდენიმე პირი.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, რამდენიმე პირი დააკავეს, რომელთაგანაც სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლების დღის წესრიგი მორგებულია არჩევნებს, სამწუხაროდ, არ ფიქრობს ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე და თვითგადარჩენის რეჟიმზეა გადასული
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
"სილქნეტი" StopCoV ფონდში კიდევ ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ