ადვოკატის განცხადებით, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი კაკულიას დაკავება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ჯგუფის ინტერესებს ემსახურება

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი კაკულიას ადვოკატის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება კონკრეტული პირისა და ჯგუფის ინტერესებს ემსახურება. ქარჩავა არ აკონკრეტებს, თუ ვის გულისხმობს, თუმცა ამბობს რომ აღნიშნული ჯგუფი "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ფრთას წარმოადგენს.

"აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი ფორმით შეცვლის მოლოდინი არ მქონდა, რადგან ირაკლი კაკულიას დაკავება ემსახურება კონკრეტული პირის ან გარკვეული ჯგუფის, თვითონ "ქართულ ოცნების" ინტერესებს. ირაკლი კაკულია არის ამ ჯგუფის მსხვერპლი. აღნიშნული ჯგუფი "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ფრთის ინტერესებში შედის.მე კიდევ ერთხელ მივცემ შანსს ამ ადამიანებს და რა თქმა უნდა, ირაკლი არ აპირებს არავისთან დაპირისპირებას. უბრალოდ, მოვუწოდებ მათ, რომ ეს თამაში შეწყვიტონ, რაც წამოიწყეს წინასაარჩევნოდ - უნდათ პოლიტიკური ველი გაისუფთაონ, თავიანთ მიზნებს მიაღწიონ, თუნდაც საპარლამენტო თვალსაზრისით, სიაში ჩასმის ან მონოპოლიზაციის თვალსაზრისით სამეგრელოში. კაკულიას ხელი არ შეუშლია და არც ეწინააღმდეგებოდა ამ ჯგუფს. კარგი იქნება, თუ დაფიქრდება ეს ჯგუფი. მე პროცესზეც ვთქვი, რომ მალთაყვის პროექტმა სამი წლის განმავლობაში განვითარება ვერ ჰპოვა და გაკეთებულის 95 % შეჩერებულია. ეს უფრო დიდი ზიანია და საბოტაჟის ნიშნებს ატარებს", - ამბობს ედიშერ ქარჩავა.

ადვოკატი ირაკლი კაკულიასთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მან სასამართლოს გირაოს თანხა 200 000 ლარი შესთავაზა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ფოთში სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე დაკავებულ საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას და კიდევ სამს პირს სასამართლომ პატიმრობა, შვიდ პირს კი გირაო შეუფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო