ბათუმის კინოთეატრ "აპოლოდან" გამოსული მაყურებელი აქციის მონაწილეებმა გალობით გააცილეს

ბათუმში კინოთეატრ "აპოლოში" ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება დასრულდა. ფილმის მოწინააღმდეგეები ორი საათის განმავლობაში კინოთეატრთან ლოცულობდნენ და გალობდნენ. კინოთეატრ "აპოლოდან" გამოსული მაყურებელი აქციის მონაწილეებმა გალობით გააცილეს და კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ფილმის ჩვენება.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში კინოთეატრ "აპოლოში" ფილმის "და ჩვენ ვიცეკვებთ" ჩვენება სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რასაც მოქალაქეთა ნაწილი აპროტესტებდა. მათ მიაჩნიათ, რომ ფილმი ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა