ადვოკატი - სიმბოლურია, რომ ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესების ფონზე, დღეს იწყება ნიკა მელიას საქმის განხილვა - აქ კიდევ ერთხელ გამოიკვეთა შერჩევითი სამართალი

სიმბოლურია, რომ დღეს იწყება ნიკა მელიას საქმის განხილვა ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესების ფონზე. აქ კიდევ ერთხელ გამოიკვეთა შერჩევითი სამართალი, - ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

კონდახიშვილის თქმით, მაშინ, როცა სახელმწიფო ერთ შემთხვევაში ოპოზიციის ლიდერის ქმედებას აფასებს მასობრივ ძალადობად, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს არავითარი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია.

„სახელმწიფო ერთი მხრივ პოლიტიკოსების, მათ შორის ოპოზიციის ლიდერის მოღვაწეობას ამ კუთხით აფასებს მასობრივი ძალადობის ორგანიზებად და ხელმძღვანელობად და ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება თბილისში აბსურდული მიზეზებით, ადამიანების მოწოდება და შემდგომ ეს ძალდობაში და წინააღმდეგობაში გადაიზარდა პოლიციასთან მიმართებაში, ამას არავითარი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია”,- განაცხადა ადვოკატმა.

კონდახიშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე სამართალდამცველი და მოქალაქე მოწმის სახით დაიკითხებიან, რომლებიც საპროტესტო აქციას ესწრებოდნენ. რაც შეეხება მოწმეების სანდოობას, ადვოკატის თქმით, სანდოობა სასამართლომ უნდა შეაფასოს.

„ყველა ჩვენება, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან არის გამოკითხვის დროს მიცემული, არის ფაქტობრივად მსგავსი და გასდევს ხაზი, რომ რევოლუციის დაგეგმვა ხდებოდა და განხორციელება პარლამენტის შენობის აღების თვალსაზრისით, თუმცა სამართალდამცველების 99 პროცენტი, რომლებიც დაკითხული არიან, კონკრეტულად ნიკა მელიასთან მიმართებაში არაფერს ამბობენ, გარდა იმისა, რაც ყველამ ნახა ტელევიზიით - საჯარო განცხადება“, - განაცხადა კონდახიშვილმა.

მისივე თქმით, ბრალდების მხარისთვის სწორედ ნიკა მელიას საჯარო განცხადება არის ძირითადი არგუმენტაცია, რომელზეც აწყობილი აქვს პოზიცია და მოწმეების საშუალებით ცდილობს გაამყაროს. კონდახიშვილის განცხადებით, მათ აქვთ დამაჯერებელი მტკიცებულებები, რაც ბრალდებას გამორიცხავს.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებული წევრის ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. პროცესს არ ესწრება ნიკა მელია.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებულ წევრს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას დამატებითი შეზღუდვებიც დაუწესდა. კერძოდ კი, ნიკა მელია საცხოვრებელ ადგილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. მას ასევე აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მას ასევე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოებისათვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება. მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა