საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა კვლავ უცვლელი რჩება და 37 ათას სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს

საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა კვლავ უცვლელი რჩება და 37 ათას სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს.

ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის წარდგინებაში პარლამენტისადმი, რომელიც დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

„თავდაცვის ძალების ოდენობა, სამხედრო მოსამსახურეთა შტატი, არის არაუმეტეს 37 ათასი კაცისა და აღნიშნული რაოდენობის წარმოდგენა განპირობებულია იმ ინფრასტრუქტურული და ფინანსური შესაძლებლობებით, რომელიც გააჩნია თავდაცვის სამინისტროს. ასევე, ეს არის ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც იძლევა სამინისტოს მიერ დასახული ამოცანების შესრულების შესაძლებლობას. ამ ოდენობაში არ იგულისხმება რეზერვი და ომიანობის დრო,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რატი ბრეგაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო