ეკა ბესელია - მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატის პასუხი შეგვიძლია საჩვენებლად დავტოვოთ და ვაჩვენოთ სტუდენტებს, როგორი არ შეიძლება იყოს მოსამართლე

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატის პასუხები შეგვიძლია საჩვენებლად დავტოვოთ და ვაჩვენოთ სტუდენტებს, როგორი არ შეიძლება იყოს მოსამართლე", - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მან ისაუბრა სახალხო დამცველის სარჩელის შესახებ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში გადაიგზავნა და უპასუხა კითხვას, იზიარებს თუ არა პოზიციას, რომ წესი, რომლითაც შეირჩნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები, არაკონსტიტუციურია.

„მგონია, რომ იდეა საინტერესოა და სახალხო დამცველის მიერ ამ სარჩელის გადაგზავნა საინტერესო იქნება განხილვისთვის. მეც არ მომწონს, რომ იუსტიციის საბჭო დასაბუთების გარეშე აგზავნის კანდიდატებს. თქვენ რომ ახლა ჩახედოთ ამ 20-კაციან სიას, არანაირი დასაბუთება არ აქვს, ფარატინა ფურცელზე წერია გვარები, მაგრამ რატომ შეირჩა ეს 20 ადამიანი და არა რომელიმე სხვა, არავითარი განმარტება არ ახლავს. ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც იუსტიციის საბჭო იღებს, ნამდვილად სჭირდება დასაბუთება, მით უფრო, როდესაც ასეთ უმნიშვნელოვანეს და უმაღლეს თანამდებობრივ პოზიციებზეა საუბარი, როგორიცაა ბოლო ინსტანციის მოსამართლე, რომელიც უვადოდ შეიძლება იყოს არჩეული. ამიტომ ვეთანხმები კრიტიკას, რომელიც ახლავს ამ პროცესს და ვეთანხმები იმასაც, რომ იუსტიციის საბჭომ სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო საკუთარი ინტერესებით და ლოიალობის მიხედვით გადაწყვიტა, ამ სიაში ვინ უნდა შეეყვანა და არა იმ ნიშნით, ვინ იყო უზენაესი სასამართლოსთვის ღირსი. სილაგაძის და რამდენიმე მოსამართლის პასუხები შეგვიძლია საჩვენებლად დავტოვოთ და ვაჩვენოთ სტუდენტებს, როგორი არ შეიძლება, იყოს მოსამართლე", -განაცხადა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა