ჭიათურაში, მაღაროსთან მოსახლეობა აქციას მართავს

ჭიათურაში, მაღაროსთან მოსახლეობა აქციას მართავს

ჭიათურაში, მაღაროსთან აქცია მიმდინარეობს. სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ მადნეულის მოპოვებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, კომპაიის მიერ მიმდინარე სამუშაოების შედეგად მათი საცხოვრებელი სახლები დაიბზარა და ასევე დაზიანებულია ეკლესია.

მოსახლეობის მტკიცებით, კომპანია მათ ზარალის ანაზღაურებას დაპირდა, თუმცა პირობა ამ დრომდე არ შეუსრულებია.

ადგილობრივები ცენტრალურ ხელისუფლებას მათი პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

„სოფელი ეკოლოგიური კატასტროფოს წინაშე დგას. დაზიანებულია სახლები და დაიბზარა ეკლესია. დაგვპირდნენ კომპენსაციას და არ მოუციათ, ვითხოვთ დახმარებას”,- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

„ჯორჯიან მანგანეზის" საწარმოო პროცესების კოორდინატორი იოანე ხეთაგური მოსახლეობის ბრალდებებს არ ეთანხმება. იოანე ხეთაგურის თქმით, მოსახლეობის საცხოვრებლებმა დაზიანება „ჯორჯიან მანგანუმის" დროს მიიღო და რისთვისაც კომპენსაციაც მიიღეს. მისივე განმარტებით, პირველმა კომისიამ დასკვნა დადო, რომლითაც გამოიკვეთა, რომ კომპანია მოსახლეობას არ აზარალებს, თუმცა მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისია მუშაობს და შესაბამისი დასკვნაც მალე დაიდება. ამასთან, ის აცხადებს, რომ კომპანიის სამუშაოები მოსახლეობისგან მოშორებით მიმდინარეობს და ის სახლებს ვერ დააზიანებს.