ეკა ბესელია - მეუფე იაკობის განცხადებამ იმდენად დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე, რომ მისი ასე უპასუხისმგებლოდ დატოვება არ შეიძლება

იმდენად დიდი გავლენა მოახდინა მეუფე იაკობის განცხადებამ საზოგადოებაზე, რომ უბრალოდ, მისი დატოვება ასე უპასუხისმგებლოდ არ შეიძლება", - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა. მან უპასუხა კითხვას, უნდა შეიქმნას თუ არა დროებითი საგამოძიებო კომისია მეუფე იაკობის განცხადებების გამო.

„მე ვფიქრობ, ამ საკითხზე შეიძლება მსჯელობა და დისკუსია გავმართოთ, არის თუ არა ეს ფორმა ის ყველაზე შესაბამისი, რომლითაც შეიძლება, ეს საკითხები არ დარჩეს უპასუხოდ. მგონია, პროკურატურას რომ ეთქვა, გადავამოწმოთ ამ განცხადების ნამდვილობა და ჩავატაროთ გამოძიებაო, ეს საერთოდ მოხსნიდა ასეთი კომისიის შექმნის საკითხს დღის წესრიგიდან. ახლა ალბათ, ამაზე საჭირო იქნება კონსულტაციები და მეც გავივლი დამატებით კონსულტაციებს ამ საკითხზე, რადგან მგონია, ეს საკმაოდ მგრძნობიარე თემაა, მაგრამ იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ამ განცხადებამ საზოგადოებაზე, რომ უბრალოდ, მისი დატოვება ასე უპასუხისმგებლოდ არ შეიძლება", -განაცხადა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა