ანონსი  12 ნოემბერი

12 ნოემბერს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

12 ნოემბერს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სააპელაციო სასამართლოს შენობის წინ ბრიფინგს გამართავს.

მის: გრიგოლ რობაქიძის გამზირი 7ა

საკონტაქტო პირი: თამარ კაციტაძე 599437403

12 ნოემბერს, 11:00 საათზე, დეკანოზი გიორგი რაზმაძე და და ტაძრის მგალობელი „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

თემა: ლევან აკინის ფილმი - „და ჩვენ ვიცეკვეთ“, სადაც მგალობელს ერთ-ერთ სცენარში სიმღერა „წინწყარო“ მოტყუებით შეასრულებინეს და უთხრეს, რომ ფილმი ტრადიციულ, ქალ-ვაჟის სიყვარულის ისტორიაზე იყო.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

12 ნოემბერს, 11:00 საათზე, საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) მართავს ანგარიშის პრეზენტაციას, რომელიც მიმოიხილავს სტრატეგიულ კომუნიკაციებს პოლიტიკური კრიზისების მართვის კონტექსტში და ხაზს უსვამს, ეროვნული მედეგობის მნიშვნელობას, როგორც ადგილობრივ ასევე საგარეო გამოწვევებთან საბრძოლველად. ღონისძიებას გახსნის ლიეტუვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი.

12 ნოემბერს, 11:30 საათზე, დეკანოზი ანდრია სარია „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

12 ნოემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები და სკანდალური განცხადებები. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის მოთხოვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

12 ნოემბერს, 12:00 საათზე, დედოფლისწყაროში მდებარე ამერიკული კომპანია „ფრონტერა იესტერნ ჯორჯიას“ თანამშრომლების ნაწილი კუთვნილი ხელფასების მიღების მოთხოვნით ამერიკის საელჩოსთან აქციას გამართავს.

საკონტაქტო ინფორმაცია: 592 11 54 96

12 ნოემბერს, 12:00 საათზე, ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება.

12 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

პლენარული სხდომის შესვენებისას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული);

კომიტეტის სხდომის შემდეგ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N515 (C კორპუსი, V სართული)

12 ნოემბერს, 14:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების მიერ შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის ზეპირი მოსმენა გაიმართება თემაზე:“სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სათათბირო ოთახი N418 (C კორპუსი, IV სართული)

12 ნოემბერს, 15:00 საათზე, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი წარადგენს ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის (AFCP) მორიგ პროექტს.

მის: ათონელის 9, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

12 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) სასტუმრო „ჰოლიდეი ნში“ წევრ კომპანიებთან შეხვედრას გამართავს.

თემა: შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებები.

საკონტაქტო: ნუცა შავლაძე 599 228020

12 ნოემბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ სოციალურ პარტნიორებს - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებს შორის შრომითი საკითხებისა და მხარეების ინიციატივების შესახებ დისკუსია გაიმართება, რომლის მიზანი მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება და კონკრეტული შეთანხმებების მიღწევაა. შეხვედრას დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე და პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი წაუძღვებიან.

მის: თელავის ქ. #20.

საკონტაქტო: ცირა იობაშვილი 598 544 415

12 ნოემბერს 19:00 საათზე, "ბრიმ თბილისში", კარდიოქირურგი, ევროპის კარდიოქირურგთა ასოციაციის წევრი - ლევან ქარაზანიშვილი გულისმიერ ჩივილებზე, პრევენციის გზებზე, გულის დაავადებების თავიდან არიდებასა და შუნტირებაზე ისაუბრებს. ღონისძიებაზე სერიის “ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევი მთელი ოჯახისათვის“ წარდგენა გაიმართება.

მის: მ. აბდუშელიშვილის 12-14.

საკონტაქტო: 598 78 28 42

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს