წყალქვეშა ნავი, რომელიც ეკიპაჟის 80 წევრთან ერთად მეორე მსოფლიო ომის დროს გაუჩინარდა, 75 წლის შემდეგ აღმოაჩინეს

აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის ფსკერზე მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგული ამერიკული წყალქვეშა ნავი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ნავი იაპონიაში, ოკინავას სანაპიროსთან დრონის ტექნოლოგიის გამოყენებით მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც მიაკვლიეს სამხედრო დოკუმენტებს, სადაც მისი ადგილმდებარეობის შესახებ ზუსტი კოორდინანტები იყო მითითებული.

ამერიკული წყალქვეშა ნავი Grayback და მასზე მყოფი ეკიპაჟის 80 წევრი 1944 წელს გაუჩინარდა, როცა ნავზე თავდასხმა იაპონურმა საფრენმა აპარატმა განახორციელა.

აღმოჩენის შესახებ ინფორმირებულები არიან ეკიპაჟის დაკარგული წევრების ოჯახები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა